Wednesday, November 18, 2009

Life in Britain

პროექტის მოკლე აღწერა:პროექტის მონაწილეები დაამუშავებენ ინგლისურენოვან ლიტერატურას და ინტერნეტის ვებსაიტებს,მოიპოვებენ და შეაგროვებენ მასალას დიდი ბრიტანეთის ცხოვრების სხვადასხვა ასპექტის შესახებ.მოძიებული მასალა განთავსებული იქნება ინტერნეტში.
პროექტის სრული აღწერა:პროექტის მონაწილეები დაამუშავებენ ინგლისურენოვან წიგნებს,პერიოდულ გამოცემებს,ბროშურებს და ინტერნეტის ვებგვერდებს,რომელშიც მოიპოვებენ და შეაგროვებენ ტექსტებს,ესეებს,საჟურნალო და საგაზეტო სტატიებს და სხვადასხვა გრაფიკულ მასალას,რომელიც შეიცავს ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის ისტორიის,პოლიტიკური წყობის,ეკონომიკის,განათლების და კულტურის შესახებ.ამ მასალის დამუშავების შემდეგ მოსწავლეები გამოცემენ სასკოლო ჟურნალს,რომელშიც მოთავსებული იქნება სხვადასხვა ჯგუფების მიერ მომზადებული სტატიები კონკრეტულ საკითხებზე: დიდი ბრიტანეთის ადგილმდებარეობა და კლიმატი, სახელმწიფოს ისტორია და დღევანდელი პოლიტიკური წყობა,ეკონომიკა და ვაჭრობა,ბრიტანეთის უძველესი უნივერსიტეტები და თანამედროვე განათლება, ბრიტანული კულტურის და ცხოვრების თავისებურებები.შედგება პრესენტაცია,რომლის მეშვეობითაც მოსწავლეები გააცნობენ თავის ნამუშევრებს ყველა დაინტერესებულ პირს.მასალა იქნება განთავსებული ინტერნეტში.
მონაწილეთაწილეთა ასაკი:12-15 წელი.
ვადები/ხანგრძლივობა:3 თვე.
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:ჯგუფური მუშაობა მასალის მოპოვებაზე ინტერნეტში;ლიტერატურაში მოპოვებული მასალების განხილვა და დისკუსია;მოპოვებული მასალის განთავსება ბლოგერში.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება,შეიქმნას:მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას დიდი ბრიტანეთის შესახებ.რადგან პროექტი განხორციელებული იქნება ინგლისურ ენაზე მოსწავლეები გაიწაფებიან უცხო ენის სწავლის უნარებში.შედგება სასკოლო შემეცნებითი ჟურნალი,მოეწყობა თემის პრეზენტაცია და შედგება დისკუსია.მასალა განთავსდება ინტერნეტში.
სარგებელი სხვებისთვის:გაეცნობიან დიდი ბრიტანეთის ცხოვრების სხვადასხვა ასპექტს,მიიღებენ საინტერესო ინფორმაციას ბრიტანული სახელმწიფოს,ეკონომიკის,განათლების და კულტურის შესახებ.
სამუშაო ენა: ინგლისური.
მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:პროექტს კავშირი ექნება შემდეგ საგნებთან:გეოგრაფია,ისტორია,ლიტერატურა,ხელოვნება.ამ პროექტის ეფექტურად შესრულების შემთხვევაში მოსწავლეები წინ წაიწევენ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მოთხოვნა/სტანდარტების მიზნების მიღწევაში:უცხ.ს.VI12მოსწავლე წერს სხვადასხვა ტიპის ტექსტს(ესე,წერილი სასკოლო ჟურნალისთვის);უცხ.ს.VI21 მოსწავლე იჩენს ინტერესს და ავლენს ტოლერანტულ დამოკიდებულებას კულტურის თავისებურებების მიმართ;უცხ.ს.VI,22 მოსწავლეები უცხო ენაზე განახორციელებენ სხვადასხვა ტიპის პროექტს;უცხ.ს.VI23 მოსწავლეები ამუშავებენ უცხოურენოვან წყაროებს/ტექსტებს შემდგომი გამოყენებისთვის.
პროექტის ფასილიტატორი:ნანა შენგელაია
ფასილიტატორის ელ.ფოსტა:nanashengelaya@gmail.com
პროექტის ფორუმი:
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: